დიღომში გაჩერებაზე მდგარ ქალბატონს და მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

დიღომში გაჩერებაზე მდგარ ქალბატონს და მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

დიღმის მასივში ავტომობილი ორ მოქალაქეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩერებაზე მდგომი ქალი და 14 წლის მოზარდი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ორივე დაშავებულს ქვედა კიდურების მოტეხილობა ღენიშნება. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია