დაიწყო ფილმის გადაღებები, რომელსაც მხოლოდ ასი წლის შემდეგ იხილავს მაყურებელი

დაიწყო ფილმის გადაღებები, რომელსაც მხოლოდ ასი წლის შემდეგ იხილავს მაყურებელი

კონიაკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ბრენდი "ლუი მეცამეტე" საკუთარი არსებობის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით რეჟისორ რობერტ როდრიგესს (დესპერადო, ფაკულტეტი, ჯაშუში ბავშვები) და მსახიობ ჯონ მალკოვიჩს დაუკავშირდა, რათა შეექმნათ ფილმი, სახელწოდებით - ”ასი წელი”, რომელიც დროის კაფსულაში მოთავსდება და გაიხსნება 2115 წლის 18 ნოემბერს. როდრიგესის თქმით, ისტორია ”ემოციურად დატვირთულია”, მაგრამ დანარჩენ დეტალებს კომპანია საიდუმლოდ ინახავს.

"ლუი მეცამეტემ" ათასი რკინისგან გამოჭრილი ბილეთი გაუგზავნა ”გავლენიან ადამიანებს” თხოვნით, რომ ბილეთები თავიანთ შთამომავლებს გადასცენ, რომლებიც 2115 წლისთვის ცოცხლები იქნებიან, რომ ფილმის პრემიერას დაესწრონ.

ფილმის შესახებ ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ რეალური მასალა, რაც საბოლოოდ დასრულებულ ფილმში მოხვდება, ინტერნეტში არ გავრცელებულა. ეს გახლავთ ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ფილმის პრემიერას მისი გადამღები ჯგუფიდან ვერცერთი ადამიანი ცოცხალი ვერ შეხვდება. 

მომზადებულია geektyrant.com-ს მიხედვით.