არაბ ხელოვანს ისლამის უარყოფისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

არაბ ხელოვანს ისლამის უარყოფისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

პალესტინური წარმომავლობის პოეტს, მხატვარს და კურატორ აშრაფა ფაიადს საუდის არაბეთის სასამართლომ ისლამის უარყოფის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ფაიდი ქვეყნის რელიგიურმა პოლიციამ ქალაქ აბხაში 2013 წელს დააკავა, შემდეგ კვლავ დაიჭირეს და 2014 წლის დასაწყისში გაასამართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხატვარს ოთხი წლით პატიმრობა და 800 როზგი მიუსაჯეს, მაგრამ აპელაციის შემდეგ სხვა მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ბრალდება ეყრდნობა მოწმის ჩვენებას, რომელიც ირწმუნება, რომ ფაიადი ღმერთს გმობდა, მუჰამედს შეურაცხყოფდა და საუდის არაბეთს ლანძღავდა. მისი თქმით, პოეტის ლექსებში ათეისტური იდეებია თავმოყრილი. ფაიადი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და თავს სრულუფლებიან მუსლიმად მიიჩნევს. გასაჩივრებისთვის მას 30 დღე აქვს.

მომზადებულია theartnewspaper.ru-ს მიხედვით.

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას