კომპანია "გორბის" ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული კომპანია "რუსთავის აზოტი" გახდა

კომპანია "გორბის" ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული კომპანია "რუსთავის აზოტი" გახდა

26 ნოემბერს "ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში" მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" XVI ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალი და საზეიმო ვახშამი გაიმართა.

ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებულთა შორის უკვე ტრადიციულად დასახელდა "რუსთავის აზოტი".

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" გადაწყვეტილებით "რუსთავის აზოტი" და მისი გენერალური დირექტორი ლევან ბურდილაძე დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით და გადაეცა სერთიფიკატი შემდეგ ნომინაციებში:

- ახალი საექსპორტო ბაზრები

- ინოვაციური უახლესი ტექნოლოგიები

- სოციალური პასუხისმგებლობა

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი