ქუთაისის სპორტის სასახლეში გუშინ საღამოს, კალათბურთში შეჯიბრის დროს, თბილისის "დინამოს" კალათბურთელებსა და მაყურებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მატჩის მიმდინარეობის დროს, თბილისის "დინამოს" კალათბურთელის შეძახილი, ქუთაისელმა მაყურებლებმა შეურაცხყოფად მიიღეს, რომლის დროსაც სპორტსმენსა და მაყურებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, პოლიციელებმა სიტუაციის განმუხტვა მაშინვე შეძლეს. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.