თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, N6-ში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაიწვა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. მათი ინფორმაციით, ცეცხლი მოედო დანარჩენ სართულებსაც.
ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
დამატებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოგვიანებით გაავრცელებს. ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სავარაუდოდ ხანძარი ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.