საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა.