შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. წუხელ, სამტრედია-აბაშის გზაზე, დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის ავტომობილი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა.
იხილეთ| "უბედურება დაგვატყდა თავს" - სოზარ სუბარის მეუღლე ავარიის ტრაგედიას ეხმაურება
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ| სოზარ სუბარის განცხადება ავარიისა და გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ
დევნილთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.