ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად უგონოდ მყოფი ორი ბავშვი და ორი ქალი სამხედრო პოლიციელებმა გადაარჩინეს

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად უგონოდ მყოფი ორი ბავშვი და ორი ქალი  სამხედრო პოლიციელებმა გადაარჩინეს

სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა ნომერ 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ისინი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ.

"ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში სამხედრო პოლიციის 16 თანამშრომელი მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, საპატრულო პოლიციას და გაზმომარაგების კომპანიასაც მათვე აცნობეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტს ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 განყოფილება სწავლობს. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობამ 16-ვე თანამშრომელი წაახალისა და მადლობა გამოუცხადა.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია