როგორია მასწავლებლის ანაზღაურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

როგორია მასწავლებლის ანაზღაურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა შეადგინა ჩარტი, რომელიც აჩვენებს, რომელ ქვეყნებში აქვთ ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება.

სიის სათავეში ლუქსემბურგი მოხვდა. იქ მასწავლებელი წელიწადში 99 900 დოლარს იღებს ხელფასის სახით. მეორე ადგილზე გერმანიაა, სადაც მასწავლებლებს წელიწადში 65 843 დოლარს უხდიან. მეექვსე ადგილზეა ამერიკა, წლიური 53 758 დოლარით.

აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვედრილი ათი ქვეყნიდან შვიდი - ევროპულია, დანარჩენი სამი კი აშშ, ავსტრალია და კანადაა.

სრული ჩარტი ასე გამოიყურება:

1. ლუქსემბურგი - 99 900 $

2. გერმანია - 65 843 $

3. კანადა - 63 557 $

4. ავსტრალია - 56 315 $

5. ჰოლანდია - 55 697 $

6. ამერიკა - 53 758 $

7. ირლანდია - 52 257 $

8. დანია - 51 640 $

9. ინგლისი - 45 595 $

10. ნორვეგია - 44 538 $

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.