გავრცელდა ხმები, რომ კრისტიანო რონალდო გეია და მაროკოელ მოკრივეს ხვდება

გავრცელდა ხმები, რომ კრისტიანო რონალდო გეია და მაროკოელ მოკრივეს ხვდება

გავრცელდა ხმები, რომ ცნობილი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო მაროკოელ კიკბოქსიორს ხვდება. მადრიდის რეალის ვარსკვლავი პირადი თვითმფრინავით რეგულარულად დაფრინავს მოროკოში მეგობარ ბად ჰარისთან დროის გასატარებლად.

ფრანგული სატელევიზიო შოუს წამყვანმა დანიელ რაიოლომ მაყურებელს მიანიშნა, რომ რონალდო და ჰარი მხოლოდ მეგობრები არ არიან. "რონალდო კვირაში 3-4-ჯერ მიფრინავს მოროკოში მეგობრის სანახავად", - განაცხადა რაიოლომ.

რონალდომ და ჰარიმ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც ჰარის რონალდო ხელში ყავდა აყვანილი, ფოტოს კი ხუმრობით ჰქონდა მიწერილი: "ახალდაქორწინებულები. ყოველთვის შენს გვერდით ვარ, ძმაო".

ჭორები რონალდოს სექსუალური ორიენტაციის შესახებ იმის მიუხედავად გავრცელდა, რომ ფეხბურთელი მრავალ მოდელ გოგონას ხვდებოდა. რამდენიმე წლის წინ რონალდომ ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა: "ჩემს სექსუალობასთან მყუდროდ ვგრძნობ თავს, ამიტომ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს".

მომზადებულია gaystarnews.com-ს მიხედვით.