4 დეკემბერს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ ქართველ მომხმარებელს ფრანგული ბრენდი EISENBERG-ი წარუდგინა.
სპეციალურად ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია რესტორან „ფუნიკულიორში“ მოეწყო, სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის განსაკუთრებულ კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.
პრესკონფერენციის შემდეგ - დახურული საღამო LUTECIA PARTY 2015 მოეწყო, რომელიც ყოველწლიურად სპეციალურად "ლუტეციას" ერთგული მომხმარებლისთვის იმართება.

ღონისძიება რესტორან „ფუნიკულიორში“გაიმართა. სტუმრებს „ლუტეციას“ დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე მიესალმა, ისაუბრა EISENBERG-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ერთგულებისთვის და თანამშრომლობისთვის.
საღამოს უძღვებოდნენ მირიან ჯეჯელავა და მანიკა ასათანი. მუსიკალურად აფორმებდა ელენე კალანდაძე, ბენდთან ერთად. სტუმრებს შორის იყო მრავალი ცნობილი სახე. სპეციალურად მოწვეულმა EISENBERG-ის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ ტრონიონმა, მათ გააცნო ბრენდის ისტორია და მრავალწლიანი გამოცდილება. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა წამახალისებელი პრიზების გათამაშებაში, გადაეღოთ სახალისო ფოტოები და დაეფიქსირებინათ თავისი ხელმოწერა „ლუტეციას“ ისტორიაში.
„ლუტეციას“ წლის ყველაზე ლოიალური მომხმარებლები განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.
კომპანიის წარმომადგენლები ვიმედოვნებთ, რომ მოლოდინი მომავალშიც გამართლდება და ამ საღამოს სასიამოვნო შთაბეჭდილებები და სურნელი დიდხანს გაჰყვებათ სტუმრებს.
R