„ვერონა“ საცალო გაყიდვების ლიდერია

„ვერონა“ საცალო გაყიდვების ლიდერია

იტალიური ავეჯის სახლი „ვერონა“ მესამე წელია ქართულ ბაზარზეა და მეორე წელია საოჯახო მოხმარების ავეჯის იმპორტიორი კომპანიის ლიდერის პოზიციაზეა. “ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის” მიერ შედგენილი მონაცემებით “ვერონა” “წლის იმპორტიორ” კომპანიად დასახელდა, შევიდა რა ავეჯის იმპორტიორთა პირველ ათეულში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ პირველი ათეულის შემადგენლობას, რომელიცსასტუმრო “ჰუალინგსა” და ნავთობკომპანია “სოკარს” უკავია, “ვერონა” ავეჯის რეალიზატორი კომპანიების ხუთეულშია. ასევე მნიშვნელოვანია პირველ ხუთეულში შემავალი ავეჯის სახლების ბიზნესმოდელი: “პაპილონი”, “ბელუქსი” და “ჩემი სახლი”ის კომპანიებია, რომელთა გაყიდვების დიდი წილი სახელმწიფო და კორპორატიულ მიწოდებებზე მოდის.

„ვერონა“ იტალიური ბრენდირებული ავეჯის, ავსტრიული განათების სისტემებისა და აქსესუარების უმსხვილესი რეალიზატორია, რომელიც მხოლოდ საცალო გაყიდვებზე მუშაობს. მომხმარებლის გემოვნებაზე ორიენტირებული და შეკვეთის ჩაბარების მოკლე პერიოდზე გათვლილი ბიზნესმოდელი მისი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. თუმცა გამოცდილ ბიზნესმენებს რომ ჰკითხოთ, ბიზნესში საიდუმლო არ არსებობს, მისი შენებისა და განვითარების პროცესს ყველა კარგად ხედავს და ამ გამჭვირვალე პროცესში წარმატების მიღწევა საკმაოდ რთული რამეა. მაგრამ „ვერონამ“ მარკეტინგული და პიარკომუნიკაციების სპეციფიკური ფორმებით, რომელიც მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას ითვალისწინებს, ხარისხიანი პროდუქციით და მომხმარებელზე, ინდივიდზე მორგებული სერვისით წარმატების მიღწევა მოკლე დროში შეძლო.

კომპანია იტალიური წამყვანი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია და გარდა იმისა, რომ მზა პროდუქცია ჩამოაქვს, მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის სასურველ ფერში, ქსოვილსა და ხშირ შემთხვევაში, სასურველ ზომასა და სტუქტურაში შეკვეთას. თქვენ აქ შეხვდებით მეტალს, ხის შეღებილ ზედაპირებს, ნატურალური ხის დამუშავებულ სახეებსა და იმ უნიკალურ ფორმებს, რომლებსაც მხოლოდ იტალიელი წამყვანი დიზაინერები გვთავაზობენ. ავეჯის კლასიფიკაცია მრავალფეროვანია და მომხმარებლებს შეუძლიათ, მთელი სახლი „ვერონული“ ავეჯით და შესაბამისად, ევროპული ატმოსფეროთი შეავსონ.

სწორედ ასეთი „ვერონა“ შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა და „ვერონას“ ბიზნესმოდელიც უცვლელია, მისი აქტივობის სფეროს კვლავ არ წარმოადგენს სახელმწიფო და კორპორატიულ ტენდერებსა თუ შესყიდვებში მონაწილეობა. იყო ლიდერი იმპორტიორი კომპანია საცალო გაყიდვებში, ყველაზე რთულია: სწორედ მომხარებლის სიყვარული გადაიქცევა ციფრებად და ოფიციალურ ბიზნესრეიტინგებში დაკავებულ პოზიციებად.

სწორედ ეს სიყვარული განაპირობებს საახალწლო ფასდაკლების წლევანდელ 20 და 30 %- იან მოცულობას მითითებულ კოლექციაზე, ხოლო 10 %- იან მოცულობას ავეჯის სრულ კოლექციაზე. აქაური სიურპრიზი მხოლოდ ფასდაკლების საკმაოდ მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს არ გულისხმობს: აღმაშენებლის ხეივნის მე- 5 კილომეტრზე მისულებს უახლესი კოლექცია სრულიად ახალი ფორმებითა და სტრუქტურებით დაგხვდებათ. „ვერონაში” მარმარილოს აქტუალური ზედაპირები, მაგიდების ნაზი ოვალი თუ რბილი ავეჯის მოდულოვანი სისტემა იმ მომხმარებელზეა გათვლილი, რომელიც ღიაა სიახლეებისადმი და რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი სახლის ფასი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი