ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. "მერსედესის" მარკის მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაუჩნდა, შემდეგ კი სალონში გავრცელდა.
მძღოლი არ დაშავებულა.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ხუსეინ სირაბიძემ განაცხადა, ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში მოხერხდა.
"მძღოლის განმარტებით, მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მანქანა გაზზე არ იყო. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს", - აღნიშნა ხუსეინ სირაბიძემ.