ქართული ონლაინ სესხების ბაზარზე eLoan-ი 2013 წლიდან დამკვიდრდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე საკუთარ ლოიალურ მომხმარებელს მოქნილ, სწრაფ და უნიკალურ პროდუქტებს სთავაზობს.
კრედიტის ინტერნეტის მეშვეობით დამტკიცება ქართულ ბაზარზე უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობსდა ამ მხრივ eLoan-იც გამოირჩევა, თუმცა eLoan-ი მომხმარებელს დამატებით სრულიად ახალ პროდუქტს სთავაზობს - სესხის აღება კლიენტს ინტერნეტთან წვდომის გარეშე, ციფრთა მარტივი კომბინაციის გამოყენებით შეუძლია. საკმარისია ნებისმიერი მოდელის ტელეფონიდან მომხმარებელმა აკრიფოს*166#, აირჩიოს eLoan სესხის აღება და მარტივად გააგზავნოს სასესხო განაცხადი, პასუხს კლიენტი 1 წუთში მიიღებს და სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხას გაანაღდებს ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში ან ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან ელექტრონული პირადობის მოწმობის (eID ბარათი) გამოყენებით - რაც ასევე უნიკალური მეთოდია, რომელსაც კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, eLoan-ი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს მომსახურების ხელმისაწვდომობასა და მის გამარტივებაზე. კომპანიას სესხის მიღებისა და დაფარვის ყველაზე მეტი არხი აქვს, კერძოდ კლიენტებს თანხის მიღება შეუძლიათ:
- საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით
- eLoan-ისპლასტიკურბარათზეგადარიცხვით
- თანხის ნებისმიერ VISA ბარათზე მომენტალურად დასმით
- ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან eID ბარათის საშუალებით
- ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში
- eMoneyელექტრონულ საფულეზე გადარიცხვით

ცალკე აღნიშვნის ღირსია თანხის ნებისმიერ VISA ბარათზე მომენტალურად დასმა. სესხის დამტკიცების შემთხვევაში კლიენტს თანხა მომენტალურად აესახება თავის VISA ბარათზე ისე, რომ არ მოუწევს სატესტო ტრანზაქციის (1-10 თეთრი) განხორციელება, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია დროის დაზოგვის კუთხით.
eLoan -ს ქართულ ბაზარისთვის საკმაოდ მოქნილი და კონკურენტუნარიანი სესხის პირობები გააჩნია. სესხის თანხა 700 ლარამდეა, ხოლო საპროცენტო სარგებელი თვეში 15%-დან იწყება და ლოიალური კლიენტებისთვის 12%-მდე მცირდება ყოველ მომდევნო სესხზე. ამ ტიპის ლოიალობის პროგრამა საქართველოში პორველად eLoan-მა დანერგა. შემდგომში კი სერვისის უპირატესობა ბაზარზე არსებულმა ბევრმა სხვა კომპანიამ შენიშნა და გაიზიარა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ისინი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სესხის გაცემის პროცესს და სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით არ გაცემენ სესხს 23 წლამდე მომხმარებლებზე, ასევე აუცილებელი პირობაა მსესხებელი იყოს დასაქმებული.
საყურადღებოა ისიც, რომ eLoan-ის სერვისი კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
R