"რომ დაეღეჭა, პირში აუფეთქდებოდა" - როგორია იაშვილში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა-პირველი კომენტარი

"რომ დაეღეჭა, პირში აუფეთქდებოდა" - როგორია იაშვილში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა-პირველი კომენტარი

2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბურბუშელაში ჩადებული პრიოტექნიკა გადაყლაპა, დამაკმაყოფილებელია და ის სახლშია გაწერილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, პიროტექნიკა ბურბუშელაში საჩუქრის სახით იყო მოთავსებული და ის რომ ბავშვს დაეღეჭა, პირში აუცილებად აფეთქდებოდა, თუმცა ბავშვმა პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, ბავშვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად სახლშია გაწერილი.

"ბავშვი უკვე კარგად არის, საბედნიეროდ, გადარჩა. პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით", - განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა მშობლებს სიფრთხლისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია