ავარიის გამო ფანასკერტელის ქუჩის ნაწილს და ტუსკიას ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს , ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის N19, 20, 20 ა და 22 კორპუსების მცხოვრებლებს.
"მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. გაზის მიწოდება ხვალ, სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აღნიშნულია "ყაზტრანსგაზის" განცხადებაში.