თეთრეულისა და ლოგინის ატრიბუტების მწარმოებელი ყველა ფირმა რატომღაც თავის პროდუქციას სიმსუბუქით აქებს. ათასგვარი რეკლამა გვამცნობს, თუ რამდენად კარგია "ბუმბულივით მსუბუქი" სინთეტური საბანი, არადა ადამიანთა უმრავლესობას მძიმე საბნის ქვეშ უკეთ ძინავს, ვიდრე - მსუბუქის.
მსუბუქი საბნის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ძალიან მარტივად იკეცება და სათავსოში მცირე ადგილს იკავებს. მარტივია მისი რეცხვაც და განიავებაც. თეთრეულის შემოკვრაც მსუბუქ საბანზე უფრო გვიადვილდება, რადგან ხელში სამოძრაოდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
ეს ყველაფერი მძიმე საბანთან დაკავშირებით სულ პირიქითაა. ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია, რატომ უნდა ვამჯობინოთ მსუბუქ საბანს მძიმე? თუმცა ექიმებმა და ფსიქოლოგებმა მას ისეთი უპირატესობები "აღმოუჩინეს", რომ მსუბუქ საბანთან შედარებით ნამდვილ განძად მოგეჩვენებათ.