დღის ფოტო: ფერეიდნელი ქართველის "ავტოგრაფი" მწვერვალზე

დღის ფოტო: ფერეიდნელი ქართველის "ავტოგრაფი" მწვერვალზე

ირანში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველი შაჰრამ ონიკაძის ფოტო, რომელიც 2012 წელსაა გადაღებული, "ფეისბუქზე" დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთამსვლელის მიერ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს გადაღებულ ფოტოზე ორად-ორი სიტყვა ჩანს: "გავმარჯოს ქართველს".

აღსანიშნავია, რომ შაჰრამი საზოგადოებრივი აქტივისტია და მიუხედავად იმისა, რომ წლებია ირანში ცხოვრობს, ენას და დამწერლობას ინარჩუნებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც აქტიურად ეხმაურება. ბოლო დროს ვაკის პარკში ხეების ჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა და ქართველებს მოუწოდა, შეინარჩუნონ მწვანე საფარი: "ხე ოქრო არი საქართველოსთვინა, უნდა ჩამოხვიდე ირანში, უდაბნო ნახო და მიხვდები, ხე ოქრო არი. დააკმარეთ მოჭრა ხესი ვაკე პარკში" (ზუსტი ციტატა).

"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა მავთულს იქით დარჩენილი, ჩავიდე მოსკოვში და ვიცეკვო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"უცხოობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი არ მინახავს... ოვიმ იცნო მამა" - რას წერს კოშკელიშვილი ექიმი მეუღლის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს