Terranova-ს მესამე მაღაზია "თბილისი ცენტრალში" იხსნება

Terranova-ს მესამე მაღაზია "თბილისი ცენტრალში" იხსნება

19 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" იტალიური ტანსაცმლის ბრენდი "ტერანოვა" იხსნება. Terranova-ს წარმომდგენია კომპანია "ჯითექსი", რომელიც ბაზარზე 22 მაღაზიითა და ისეთი ბრენდებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა OVS, Penti, Enza Home, English Home, collezione, Lotto, Sinequanone.

Terranova წარმოადგენს მამაკაცის, ქალის, ბავშვისა და თეთრეულის კოლექციას Mia Terranova. სწრაფი მოდის ტენდენციებს მორგებული ყოველდღიური სამოსი და დაბალი ფასები - ეს არის Terranova-ს სტილი.

"ტერანოვაში" სპეციალური აქცია იმოქმედებს: 50%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე. ფასდაკლება ბრენდის ყველა მაღაზიაში გავრცელდება. "ტერანოვა" მომხარებელს საშუალებას აძლევს მცირე დანახარჯით გამოიყურებოდეს მოდურად. მაისურების შეძენა შესაძლებელია 9 ლარიდან, კაბები 15 ლარიდან, პულოვერები 20 ლარიდან, ჯინსის შარვლები კი 25 ლარიდან.

შეგახსენებთ, რომ "ტერანოვას" პირველი მაღაზია საქართველოში 2014 წელს აღმაშენებლის გამზირის 91-ში (მეტრო მარჯანიშვილთან) გაიხსნა, მეორე კი 2015 წლის ნოემბერში სავაჭრო და გასართობ ქალაქ "ისთ ფოინთში".

(R)

https://www.facebook.com/terranovageorgia/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი