"იქნება დაპატიმრებები... სიმშვიდეზე არ იფიქროთ უახლოესი ორი წელი" - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზი 2016 წლისთვის

"იქნება დაპატიმრებები... სიმშვიდეზე არ იფიქროთ უახლოესი ორი წელი" - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზი 2016 წლისთვის

რამდენიმე დღეში ახალი წლის დადგომას ვიზეიმებთ. რამდენად წარმატებული იქნება ქვეყნისთვის მაიმუნის წელი და რა პოლიტიკური ვითარებაა მოსალოდნელი 2016 წელს?

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2016 წელი პოლიტიკურად განუსაზღვრელი მოულოდნელობებით იქნება სავსე: "ამას მოიტანს გიჟი გადარეული მაიმუნი, ეს წელიწადი გამოავლენს ძალიან ბევრ მატყუარა პოლიტიკოსს, რომლებიც გამოაშკარავდებიან წლის მეორე ნახევარში, კარგად გამოჩნდება ვინ ვის ატყუებს, რატომ და რა ფორმით, ეს ყველაფერი დაიწყება მარტიდან, იქნება დაპატიმრებებიც. არნახულად დიდი სამუშაო ექნებათ ჟურნალისტებს 2016-2017 წლებში. ეს ორი წელი არის საკმაოდ მოუსვენარი, რთული, დაძაბული. ორივე ცეცხლოვანი სტიქიის წელია, ამიტომ სიმშვიდეზე არ იფიქროთ უახლოესი ორი წელი" - ამბობს ასტროლოგი.

მისივე თქმით, მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, ახალი პოლიტიკოსების გამოჩენა, რომლებიც უკვე ემზადებიან პოლიტიკაში ჩასართავად ქვეყნის განვითარების საინტერესო დოქტრინებით. 2016 წელს რადიკალურად შეიცვლება ქვეყნის განვითარების მიმართულებაც. ასტროლოგის მტკიცებით, პოლიტიკურ მოვლენებში მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ იუპიტერი და სატურნი, ორი დიდი პოლიტიკური პლანეტა დაძაბულობაში იქნება ერთმანეთთან. მოსალოდნელია სერიოზული კონფლიქტები სამთავრობო სტრუქტურებში და ცალკეულ პარტიებში, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ცვლილებები იქნება საკანონმდებლო ორგანოში.

ცაგარელი ირწმუნება, რომ მთავრობა მიიღებს ურთიერთსაწინააღმდეგო კანონებს, რომელთა გარკვევაზე პარლამენტს დიდი დრო დასჭირდება. რადიკალური ცვლილებები იქნება თავდაცვის, სასჯელაღსრულების, ზოგადად ძალოვან სტრუქტურებში. ცვლილებებია მოსალოდნელი სპორტშიც, საბანკო-ეკონომიკურ სფეროში, მომავალ წელს უნდა შეირჩეს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, რომელიც დაარეგულირებს ლარს.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: რა გელით 2016 წელს - პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან

რე|ბანკის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე და ტოპ|ქარდზე

"პაშა ბანკი" მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

როგორ განვასხვავოთ ალერგია კორონავირუსისგან და როგორ დავიცვათ სასუნთქი სისტემა - იმუნოლოგის რეკომენდაციები