ცრუ განგაში "ფეისბუქზე" - აუცილებლად წაიკითხეთ, რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ

ცრუ განგაში "ფეისბუქზე" - აუცილებლად წაიკითხეთ, რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ

"ფეისბუქზე" ბოლო რამდენიმე დღეა ახალი ტალღა აგორდა - საშიში შეტყობინება, რომელიც საოცარი სისწრაფით ვრცელდება და ინტერნეტმომხმარებლებს შოკში აგდებს. ამ შეტყობინების მიხედვით - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შიდსით ინფიცირებული ნემსებია "დამონტაჟებული", რომლებიც მოულოდნელად გერჭობათ და თქვენ მომენტალურად ავადდებით სასიკვდილო ვირუსით: "ერთ-ერთ ბიჭი, რომელსაც აქვს შიდსი, ისეა გაბოროტებული რომ ნემსზე, რომელზეც თავისი სისხლია უმნიშვნელოდ დატანილი, დებს ჩასარიცხი აპარატის ხურდის ჩასაყრელში, რომ ვინმეს უჩხვლიტოს და ისიც დაინფიცირდეს. უკვე დაინფიცირებულია 6 ადამიანი. ისინი გამოვლინდნენ ოფისში დარეკვის შედეგად, რომლებმაც თითი დაიზიანეს და ბევრი ფიქრის მერე ეჭვი მიიტანეს, რომ ვიღაცას სურდა დაინფიცირებულიყო სხვაც და მართალი აღმოჩნდა. მოკლედ ფრთხილად იყავით", - ნათქვამია შეტყობინებაში და იქვე მოწოდებაა, რომ ეს გზავნილი ახლობლებში მაქსიმალურად გაავრცელოთ, რათა ყველა ფრთხილად იყოს. ეს შეტყობინება უკვე უამრავმა ქართველმა სოცქსელის მომხმარებელმა გააზიარა.

ამ საკითხზე სპეციალისტს დავუკავშირდით. გვესაუბრება ქალბატონი ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე:

"ის ფაქტი, რომ შიდსი შეიძლება ადამიანს გადაედოს სადმე ჩამონტაჟებული ნემსის ჩხვლეტით, არარეალურია, აბსურდია. შიდსი გადადის დაუცველი სქესობრივი კონტაქტით დაავადებულ ადამიანთან, ინფიცირებული დედიდან ბავშვზე, ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად, ინფიცირებული სისხლის სხვა ადამიანის სისხლთან კონტაქტით, დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული შპრიცის ხელმეორედ გამოყენებით"

-რატომ გამორციხავთ ჩამოტაჟებული შპრიცებით დაინფიცირებას?

- იმიტომ, რომ ვირუსი მზის სხივების პირდაპირი მოქმედების პირობებში მხოლოდ ორი საათი ინარჩუნებს სიცოცხლეს, მერე იღუპება. თან დაინფიცირებული ნემსის წვერის კანქვეშ მოხვედრა, არ შეიძლება გახდეს შიდსით დაავადების მიზეზი, ნემსი უნდა შევიდეს ღრმად სისხლში, რომ მოხდეს ადამიანის დაინფიცირება. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მხოლოდ უბრალო ჩხვლეტა ვერ დააავადებს ადამიანს განაგრძეთ კითხვა mshoblebi.ge-ზე

კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა