უნიქარდი წარმოგიდგენთ საოჯახო კომედიას „აუტანელი არდადეგები“

უნიქარდი წარმოგიდგენთ საოჯახო კომედიას „აუტანელი არდადეგები“

უნიქარდი წარმოგიდგენთ პოზიტიურ საოჯახო კომედიას„აუტანელი არდადეგები“. ფილმი მოგვითხრობს საზაფხულო ბანაკზე და იქ დატრიალებულ აურზაურზე. ბანაკში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოხვედრილ ფილმის მთავარ გმირს ნუცას,მის დასახურად სარიოზული მიზეზები უჩნდება... ბანაკის დახურვა და მის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება უნდათ მდიდარ ინვესტორებს, ხოლო რევიზორ რეზოსბანაკთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს... ბანაკის კეთილი და ექსცენტრული დირექტორი შოთა კი თავის მეგობრებთან, ლიდერ მარინესთან, მზარეულ მურმანთან, ექიმ მირზასთან და ბანაკის მკვიდრ ბავშვებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენმის გადასარჩენად... მაგრამ ბოლოს შოთა თვითონ გახდება გადასარჩენი...

ნუცა მოახერხებს არდადეგები ყველასათვის აუტენელი გახადოს - ბანაკის განადგურების გეგმა შესრულებულიაზედმიწევნით! მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ დასაწყისია... ნუცასთვის კიეს „აუტანელი“ არდადეგები სინამდვილეში მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდება, რადგან პირველად გაიგებს ნამდვილი მეგობრობის ფასს.... ასე რომ, მთავარი თავგადასავლები ჯერ წინაა!...

ფილმის ნახვა თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრში 24 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. 24 დეკემბრიდან უნიქარდის ფეისბუქის გვერდზე www. facebook.com/unicard.ge დაიწყება სახალისო და საინტერესო კონკურსები. გამარჯვებულები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ხოლო კონკურსის „განასახიერე გმირი“ გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს „აუტანელი არდადეგები 2“-ს გადაღებებში და შეასრულებს ერთ-ერთ როლს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი