კიანუ რივზი: "ოღონდ კი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვინმეს ცხოვრება" - "ნეოს" სიყვარული და მწუხარება

კიანუ რივზი: "ოღონდ კი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვინმეს ცხოვრება" - "ნეოს" სიყვარული და მწუხარება

ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრება, მათი ქცევები და ყოველი ნაბიჯი მუდმივად განხილვის საგანია. თუმცა ვარსკვლავთა შორის არიან გამონაკლისებიც, რომელთა პირადი ცხოვრება ძნელად ხდება ჭორაობის საგანი, ამის უფლებას ისინი ნაკლებად აძლევენ ვინმეს, არც სპეციალურად დგავენ სკანდალებს, რათა მუდამ ზედაპირზე იტივტივონ... ასეთ მსახიობთა კატეგორიას მიეკუთვნება კიანუ რივზი, რომელიც საკულტო ფილმ "მატრიცაში" შესრულებული ნეოს როლით მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.

როდესაც მის ბიოგრაფიას, ცხოვრების წესს, იდიალებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ამ პრაგმატიზმით გაჭღენთილ და გარეგანი ბრწყინვალებით გატაცებულ სამყაროში ის მართლაც "ნეოა" - ახალი ადამიანი - "მწუხარე სახის რაინდი"...

იხილეთ გალერეა

მისი უბრალო და საიდუმლოებით მოცული ცხოვრება ყველაში ინტერესს იწვევს. ის შეიძლება ვნახოთ მეტროში გაზეთის კითხვისას, ან უბრალოდ, ერთ რომელიმე პარკში თავისთვის, მარტო იჯდეს და ტკბებოდეს ბუნების ცქერით. ეს არაორდინალური პიროვნება არაჩვეულებრივი მსახიობია, მისი ყოველი ფილმი საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს.

"თქვენ მხიარულება გჭირდებათ იმისთვის რომ იცოცხლოთ, მე კი - არა!" "ყოველთვის უპორატესობას ვანიჭებდი მარტოობას, რას ვიზამ, ცხოვრებამ ასე გადაწყვიტა, ყველაფერი კი ბავშვობიდან დაწყო..." - ამბობს კიანუ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისმა მშობლებმა დაქორწინების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო გადაწყვიტეს მოგზაურობა, კიანუ რივზი 1964 წელს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაიბადა. მსახიობის ცხოვრებაში სირთულეები ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა, რომელიც მოგვიანებით ნარკოტიკების მოხმარება-გაყიდვის გამო დააკავეს.

დედასთან და პატარა დასთან ერთად, კიანუ ჯერ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ შტატებში დაბრუნდა, შემდეგ კი კანადაში, დედის მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა. კიანუს დედამ, ინგლისელმა პატრიციამ, ქმარი (წარმომავლობით ნახევრადჩინელი და ნახევრადჰავაელი) ერთ-ერთ კლუბში გაიცნო, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, ამბობენ, რომ მომავალი მსახიობის დედა იმჟამად უკვე თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან.

კიანუმ სიყმაწვლის წლების უდიდესი ნაწილი კანადაში გაატარა, მის აღზრდაზე ძირითადად ზრუნავდნენ დედის მშობლები და ძიძები. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ოჯახში მთავარი საკითხი ბავშვების განათლება იყო. ის სკოლიდან სკოლაში დაჰყავდათ, თუმცა სწავლაში ხელს ძალიან უშლიდა დისლექსია და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან საშუალო სკოლა ვერც დაასრულა. მომავალი მსახიობის ოცნება იყო ჰოკეისტი გამხდარიყო, თუმცა ტრამვამ ხელი შეუშალა.

ქალბატონმა პატრიციამ კიდევ ოთხჯერ მოასწრო გათხოვება. თავად კიანუს თქმით, ყველა მისი მამობილი "კარგი კაცი" იყო, და თითოულმა საკუთარი წვლილი შეიტანა მის აღზრდაში. თუმცა, ის ყველაზე ახლო მეგობრად ყოველთვის პატარა დას -კიმს ასახელებს.

მომავალ მსახიობს მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა, თუმცა, ბას-გიტარაზე დაკვრა მხოლოდ 23 წლის ასაკში დაიწყო, ამ დარგში "ექსპერიმენტებს" ავტოფარეხში ატარებდა. 1991 წელს კინოშიც გადაიღეს და საგასტროლო ტურნეშიც წავიდა.

უკვე მოზრდილი სკოლის თეატრშიც ხშირად თამაშობდა, 15 წლისამ მონაწილება მიიღო სპექტაკლში "რომელო და ჯულიეტა" - "მახსოვს, ყველა ცდილობდა რომეოს როლი მიეღო, მე კი ვითხოვე მერკუციოს როლი მოეცათ, მახსოვს, სცენაზე სათამაშო ხმლით როგორ გამოვედი, ტიბალტთან შებრძოლება ჩემი პირველი ექშენსცენა იყო". დაახლოებით ამ დროს გაიტაცა კიანუ მოტოციკლეტით რბოლამ, დღეს კი ამბობს, რომ ის "ბაიკერი" არ არის, უბრალოდ, "ბაიკი" მისი ცხოვრების წესის ნაწილია....

იხილეთ გაგრძელება

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს