ავარია სანაპიროზე - დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

ავარია სანაპიროზე - დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბტრიგადა. ორივე ავტომობილი დაზიანებულია და გზის სავალი ნაწილიდან შეჯახების შედეგად არის გადასული. გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და იგი სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპოტრის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია