ქობულეთში თოვლმა სახლის სახურავი ჩამოანგრია

ქობულეთში თოვლმა სახლის სახურავი ჩამოანგრია

უხვმა თოვლმა ქობულეთში, ჩაქვის დასახლებაში სახლის სახურავი დააზიანა. შაინიძეების სახლის სახურავი ჩამოინგრა და ასევე, დაზიანებულია საყრდენი ბოძები. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხუთსულიანი ოჯახი საცხოვრებლად დროებით ახლობლებთან გადავიდა. შაინიძეებმა სახლი 10 დღის წინ გადახურეს. როგორც ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე აცხადებს, გამოდარების შემდეგ მუნიციპალიტეტი ზარალს დაითვლის და ოჯახის დასახმარებლად თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ქობულეთში სამი დღეა თოვს. სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია