თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.