ამას ჰქვია "მეშჩანობა" და "უზნეობა" - გამზარდია ნინია კაკაბაძის შესახებ და მისი პასუხი

ამას ჰქვია "მეშჩანობა" და "უზნეობა" - გამზარდია ნინია კაკაბაძის შესახებ და მისი პასუხი

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია საქართველოს პატრიარქის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნინია კაკაბაძეს "ფეისბუქის" მეშვეობით მიმართავს:

"ნინია კაკაბაძეს უთქვამს, პატრიარქი მეშჩანი და უზნეოაო და ამბავი მოუყოლია, ბავშვობაში დედასთან ერთად მოვხვდით პატრიარქთან ერთად მის სახლში და დედამ მითხრა, ნახე რა ძვირფასი სახლი აქვს, მეშჩანი და უზნეო გვყავსო.

გამახსენდა, ალბათ ყველა ჩვენგანს ჰყავს სანაცნობოში ადამიანი, რომელიც ვინმესთან სახლში რომ შედის, კედლებს უყურებს, ჭურჭელს, ვის რა აცვია და ა.შ. და რაც გინდა ხდებოდეს - წვეულება იყოს, პანაშვიდი, დაბადების დღე თუ ჩვეულებრივი შეხვედრა, იქიდან გამოსული მხოლოდ მასპინძლის ჭორაობაშია, ეს რა ეცვა, რა თეფში ედო, რა ჭამა და როგორ... აი, ამას ჰქვია "მეშჩანობა" და "უზნეობა", ჰოდა, იმ ადამიანს რა დავარქვა, პატრიარქთან რომ არის სტუმრად და კედლებს უყურებს ან თეფშების ფასს უყურებს ან ვინ რას ჭამს და რა აცვია...

აი, ეს არის, ძვირფასო ნინია, "მეშჩანობაცა" და "უზნეობაც"... ამიტომ, ამ კუთხით იქნებ ჯერ საკუთარი თავი გამოგესწორებინა და მერე სხვებზე გელაპარაკა? თორემ თქმაში რა ყრია, ილაპარაკე და იყავი, კანონი არ გზღუდავს, სინდისი არ გზღუდავს, ინტელექტი არ გზღუდავს და თვალსაწიერი, მაგრამ იქნებ უკეთ გაერკვიო, ან მეწვრილმანეობა რა არის ან უზნეობა და თუ მაინცდამაინც გაღელვებს ეს, მხილება საკუთარი თავით დაიწყე", - წერს არჩილ გამზარდია.

გამზარდიას ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა ნინია კაკაბაძემ.

"ეს რა ძვირფასი დებილია", - დაწერა ნინიამ.

იხილეთ ასევე: "მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა, პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო" - ნინია კაკაბაძე ბავშვობაში პატრიარქთან სტუმრობას იხსენებს

"სამებაში პატრიარქის Birthday party-ა მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა" - ნინია კაკაბაძე

-"ხელშეუხებელია პატრიარქი?" - ნინია კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც ილია მეორეზე მისმა ნათქვამმა გააღიზიანა

"ბოდიში, რომ ამდენი ყურადღება წაგართვით" - ნინია კაკაბაძე