"გუშინ დავკალი ქალბატონო, რას ქვია ინძრევა?!" - სუპერსახალისო საახალწლო შეძახილები

"გუშინ დავკალი ქალბატონო, რას ქვია ინძრევა?!" - სუპერსახალისო საახალწლო შეძახილები

ბლოგერი და სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც "ფეისბუქზე" გამორჩეული პოსტებითაა ცნობილი, მორიგ სახალისო ფრაზებს აქვეყნებს საახალწლო კურიოზებთან დაკავშირებით:

"საახალწლო და საშობაო შეძახილები:

- ეს ანანასი ქართულია?

- ქალბატონო ამ ნიგოზს სინჯავთ, თუ სადილობთ?

- გუშინ დავკალი ქალბატონო, რას ქვია ინძრევა.

- ხელფასი აღარ მაქვს, ტაქსს მივეცი საბურთალომდე.

- აქეთ მაინც გადმოწექი ლექსო, გაცივდები გუბეში.

- ამ გოგოს ცუდი სუნი ეცა, თუ ეგეთი ცხვირი აქვს?

- რომ მოუკიდებ, უნდა გადააგდო შვილო, არ გტკივა მაინც?

- მეკვლედ ნუღა მოდის დედაშენი, ხო ხედავ დედა გვე***ება.

- უკაცრავად, ხაშში რისი თვალებია?

- სადა ვარ ის მაინც მითხარით, რა გაცინებთ თქვეჩემისებო.

- მცემეს თუ დავეცი ნეტავ?

- ღმერთის დაბიდუბი შენმა დებილმა დაქალებმა გასწავლეს?

- აღდგომამდე აღარ იბან?

- მეთქი ამ სანთელს რამხელა შუქი აქვს, ძლივს ჩავაქრეთ ფარდა"

ზაზა ფაჩულიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო - სპორტსმენი გულშემატკივრებს ფოტოს უზიარებს

"თბილისში მარტში მიყვარს ჩამოსვლა, როდესაც ბუნება იღვიძებს" - რა ვიდეოს ავრცელებენ თბილისში მყოფი თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ ცისკარიძე?

"სტუმარი ჩვენს მოცვის ბაღებში" - გიორგი გახარია ძმებ არველაძეებთან ერთად, ფოტოები ოზურგეთიდან