ჩუმათელთთან მცირე ზვავი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ზვავს რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია. მომხდარის შედეგად არ შეფერხებულა საავტომობილო მოძრაობაც. სამინისტროში აცხადებენ, რომ გზა სრულად ერთ საათის განმავლობაში გაიწმინდება.