რუსთავში თურქეთის მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო

რუსთავში თურქეთის მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო

რუსთავში თურქეთის მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო. 35 წლამდე მამაკაცი სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ბინაში აღმოაჩინეს.

როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობდა. ამასთან, შსს მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცმა თავი გოგონას გამო მოიკლა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია