ბათუმში ძლიერმა ქარმა სავაჭრო ობიექტს სახურავი გადახადა

ბათუმში ძლიერმა ქარმა სავაჭრო ობიექტს სახურავი გადახადა

ბათუმში, ძლიერმა ქარმა 26 მისის ქუჩაზე კერძო ობიექტს და სახოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რაც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა და გადატეხა. დაზიანებული ბოძი იქვე მდგომ ორ ავტომობილს დაეცა და ნაწილობრივ დაამტვრია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აიპი "ბათუმის კორპუსის" დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ განუცხადა, დაზარალებული მოსახლეობა მერიის სტიქიის შემსწავლელ კომისიას ზარალის ასანაზღაურებლად მიმართავს.

"გადმოვარდნილია სახურავი, ელექტროენერგიის ბოძიც წაქცეულია, რამაც ორი ავტომობილი დააზიანა. მოსახლეობას მივუტანეთ დროებით გადასახურად შესაბამისი მასალა. ავუხსენით, რომ განცხადებით უნდა მიმართონ მერიის სტიქიის შემსწავლელ კომისიას. ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებიც იყვნენ მოსულები და ხვალ უკვე აღადგენენ ბოძს", - აღნიშნა ზურაბ ნაკაიძემ.

ბათუმში ამ დრომდე ძლიერი ქარია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია