ავტორი:

როგორ უნდა გამოიყენოთ სახლში ნაკურთხი წყალი

როგორ უნდა გამოიყენოთ სახლში ნაკურთხი წყალი

ნათლისღებას ყველა ოჯახი ნაკურთხი წყლის შემოტანით აღნიშნავს. ამ დღეს ნათლიებისა და ნათლულების შეხვედრა- მოკითხვაც ტრადიციული რიტუალია. ყველამ არ იცის, როგორ უნდა მოიხმაროს სახლში ნაკურთხი წყალი - შეიძლება თუ არა მისი დალევა, საკვებში გამოყენება და რა ვუყოთ შარშანდელ წყალს, რომლის გამოყენებაც ვერ მოვასწარით. ნათლისღების არსსა და ხშირად დასმულ კითხვებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია).

- როგორ უნდა შევინახოთ ნათლისღების ნაკურთხი წყალი?

- სუფთა ჭურჭელი ვიქონიოთ, რითაც წლიდან წლამდე შევინახავთ სიწმინდეს.

- შეიძლება ნათლისღების წყლის გამრავლება? და როგორ გავამრავლოთ ნაკურთხი წყალი?

- შეიძლება. თუ გვინდა გამრავლება, უბრალო წყალი დავამატოთ ნაკურთხ წყალს.

- ნათლისღების წყალი სახლში რომ ვასხუროთ შეიძლება?

- კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით.

- ნათლისღებას ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი უნდა მოინახულონ?

- მონახულებამდე უმჯობესია ტაძარში მივიდეთ, დავესწროთ წირვას და ვეზიაროთ. თუ მოძღვარი არა გვყავს, ამ შემთხვევაში მოვიძიოთ და სულიერად განახლებული შევხვდეთ ნათლისღების დღესასწაულს. შემდეგ კი შეგვიძლია მთელი დღე ნათლულებთან ერთად ვიდღესასწაულოთ ეს უბრწყინვალესი დღე. განაგრძეთ კითხვა

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი