29 იანვარს ალტაოქეი "IPHONE"-ის ოფიციალური "რესელერი"ხდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ქართული ტექნიკის ბაზარზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალტაოქეი არის ოფიციალური გამავრცელებელი არა მხოლოდ "IPHONE" -ის, არამედ"APPLE"-ის სხვა პროდუქციისაც.
დღეიდან, ალტაოქეიში ყველა სმარტ ტელეფონზე რომელიც"APPLE"-ის ლოგოს ქვეშ გაიყიდება გავრცელდება "APPLE"-ის საერთაშორისო გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სმარტ ტელეფონი რომელსაც ქარხნული წუნი აღმოაჩნდება სრულიად უფასოდ შეიცვლება. სულ მალე ოფიციალურად გაიხსნება "APPLE"-ის ე.წ. "მარკეტი" სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, საიდანაც მომხმარებლები უკვე ლეგალურად შეძლებენ სხვადასხვა აპლიკაციების გადმოწერას.
ალტაოქეი უკვე 18 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში ის ბაზრის ოპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა. ალტაოქეი ულოცავს "IPHONE"-ის მოყვარულებს ამ გრანდიოზულ მოვლენას და 23 იანვრიდან მზად არის მიიღოს წინასწარი შეკვეთები ოფიციალურ "IPHONE"-ზე.
R