ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე მოხდა.
როგორც "ამბები.გე"-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.