მომხიბვლელმა და ნიჭიერმა ქართველმა გოგონამ, საქართველოში წარმატებული კარიერა დატოვა და ახალი შესაძლებლობებისთვის ოცნების ქვეყანაში გაემგზავრა. სალომე გასვიანს საქართველოში ყველა იცნობს, მართალია ბოლო რამდენიმე წელია ქართულ კონცერტებზე თითქმის არ ჩნდება, მაგრამ მის მიმართ ინტერესიც დიდია და ქართველ მსმენელსაც განსაკუთრებულად უყვარს.
საქართველოდან წასვლის შემდეგ, ნიჭიერი ქართველი მომღერალი ამერიკაში მალევე მოხვდა წარმატებული პროდიუსერებისა და მუსიკოსების წრეში და საქართველოში რამდენიმე ამერიკული ნამუშევრითაც დაბრუნდა. თუმცა სამშობლოდან კი ისევ ამერიკაში გაემგზავრა.
3 წელს სალომე გასვიანმა ბორის ვაგნერთან ერთად ფოლკ-როკ ჯგუფი We The Ones შექმნა. სალომე ჯგუფისთვის მუსიკას წერდა, ბორისი სიმღერების ტექსტს. მათ გარდა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: გიტარა და მანდოლინა - ლუდვიგ ბრათენი, ვოკალი და კლავიში - ტიმ კელერი, დასარტყამი ინსტრუმენტები - თერონ ლინოტი, ვოკალი და ბასი - ლუკ სტრანდი.
სალომეს შემოქმედება მრავალფეროვანია. ცოტა ხნის წინ, მან ალბომი გამოუშვა, სადაც ფოლკ-როკის ჟანრის კომპოზიციებია შესული. სიმღერების უმეტესობა ახალგაზრდა მუსიკოსმა თავად დაწერა. სალომე ამჯერად პროდუსერ ჯერარდ ოჰალორანთან თანამშრომლობს. სწორედ მასთან მუშაობისას გადაწყვიტა, მსმენელი კიდევ ერთხელ გაეოცებინა და სრულიად ახალ მუსიკალურ ჟანრში მოესინჯა ძალები. ეს ელეტრონული მუსიკაა, რომლისთვისაც კომპოზიციებიც და ტექსტიც თავად სალომემ დაწერა. ალბომი გაყიდვაში უახლოეს მომავალში გამოვა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE