ვიქტორ იანუკოვიჩი შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულად დასახელდეს

ვიქტორ იანუკოვიჩი შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულად დასახელდეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მსოფლიოში არსებული ყველაზე კორუმპირებული პირებს ან ორგანიზაციებს გამოავლენს. სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე unmaskthecorrupt.org, ინტერნეტმომხმარებელს საშუალება ეძლევა ხმა მისცეს ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს ან კომპანიას.

სიაში ჩეჩნეთის ლიდერის მამის სახელობის ფონდი "ახმად კადიროვის ფონდი", უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, "ფიფა", ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია "პეტრობასი", ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი და სხვა პირები შედიან.

მის მიცემის პროცედურა 9 დეკემბერს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა (12 000-ზე მეტი) ვიქტორ იანუკოვიჩს აქვს. მეორე ადგილას კი ბრაზილიური კომპანია "პეტრობასია" 11 900-ზე მეტი ხმით, რაც შეეხება "ახმად კადიროვის ფონდს", მას ჯერ 169 ხმა აქვს.

ხმის მიცემის პროცესი 10 თებერვალს დასრულდება.