რუსთავის მაგისტრალზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შედეგად, ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ქვები ჩამოცვივდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე უკვე გასულია სამაშველო ბრიგადა.
დაშავებულების შესახებ, ამ დროისთვის სამაშველო სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია.