გასართობი ცენტრი "ლოსტი" - ერთად გავაცოცხლოთ ქართული ზღაპრების და ლეგენდების გმირები ჩვენი შვილებისთვის

გასართობი ცენტრი "ლოსტი" - ერთად გავაცოცხლოთ ქართული ზღაპრების და ლეგენდების გმირები ჩვენი შვილებისთვის

მართალია, ჩვენს ქალაქში ბავშვთა გასართობი ცენტრები მრავლადაა, მაგრამ ისინი ძირითადად 6-8 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. თან, იმედია, არ გვიწყენენ თუ ვიტყვით, რომ ზემოხსენებული ცენტრები, ერთი მეორეს ატრაქციონებითა და გასართობი თამაშებითაც ძალიან ჰგვანან. სამწუხაროდ, 8-9 წლის და უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთვის ადაპტირებული ცენტრი შეიძლება ითქვას, არც არსებობდა, სანამ სამი წლის წინ ბაზარზე ახალი და დანარჩნებისგან განსხვავებული ცენტრი "ლოსტი" არ გამოჩნდა. მისი ორიგინალურობა გართობის განსხვავებულ სტილში გამოიხატებოდა, რაზეც დაწვრილებით "ლოსტის" პიარმენეჯერი ეკო მუჯირი ისაუბრებს. თუმცა, აქვე მინდა ისიც დავამატო, რომ "ლოსტმა" თავისი გამორჩეული გასართობები უკვე შედარებით პატარა ასაკის, 3-4-5 წლის ბავშვებსაც შესთავაზა. დეტალებს გაეცანით ინტერვიუში.

- თავდაპირველად ჩვენმა გასართობმა ცენტრმა სერვისი მოზრდილ ბავშვებზე გათვალა. გადავწყვიტეთ, ჩვენთან მოსული ბავშვები "ფორტი ბოიარდთან" მიახლოებული თამაშებით გაგვერთო, ეს ყველაფერი საინტერესოა იმით, რომ ბავშვები თავად არიან ჩართულები ე.წ. დავალებების გამოცნობაში, ეტაპიდან ეტაპზე საკუთარი "შრომით" გადადიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გასართობში ჩართულია გონება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არაა, რომ გართობისა თუ დაბადების დღისათვის განკუთვნილი დრო გავიდეს და ბავშვებმა მოილხინონ, ჩვენთან უწევთ დაფიქრება, აზროვნება, სწავლობენ გუნდურობას და საერთო მიზნის მისაღწევად ერთმანეთის დახმარებას, რითაც ძალიან კმაყოფილები რჩებიან. ამ მეთოდმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და იმედია, ხმამაღალ განცხადებაში არ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ გართობის ასეთი წესით "ლოსტმა" თავისი ნიშა დაიმკვიდრა.

- თუმცა, ახლა უკვე შედარებით მცირეწლოვანთათვისაც გაქვთ სიახლე...

- დიახ, ასეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს სტუმრებს სრულიად განსხვავებულ პროგრამას ვთავაზობთ, რომელიც გათვლილია იმ ასაკის ბავშვებისთვის, ვინც აქამდე ვერ იღებდნენ მონაწილეობას "ლოსტის" თამაშებში. ცენტრში გაცოცხლდება ლეგენდა ამირანზე, იუბილარი და მისი სტუმრები კი მიიღებენ მონაწილეობას სპექტაკლში "ამირანის ლეგენდები". როგორც წესი, საკუთარ დაბადების დღეზე ბავშვებს უნდათ ხოლმე არაქართული გმირების, სპაიდერმენის, ბეტმენის, სუპერმენის და ა.შ. ნახვა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, მათთვის შეგვეთავაზებინა გმირები ქართული ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან. მაგალითად, ჩევნთან შესაძლებელია ბავშვებს დაბადების დღეზე, სურვილის მიხედვით, დავახვედროთ ქართული ზღაპრის გმირები: ამირანი, ნაცარქექია, დევი, ჭინკა, იახსარი, ბრძენი, ეშხა, უსუპი, ბადრი და ა.შ. ეს ერთგვარი რისკი იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ გაამართლა, იმიტომ, რომ ბავშვებიც და მშობლებიც საბოლოო ჯამში კმაყოფილები რჩებიან. დღეს უკვე "ლოსტის" გასართობი პროგრამა მხოლოდ მოზრდილთათვის არაა განკუთვნილი, ჩვენ უკვე პატარა, 4-5 წლის ბავშვებსაც ველოდებით, რათა ერთად გავაცოცხლოთ ქართული ლეგენდები.

ციცი ომანიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი