ნატოს გენერალური მდივანი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი კვლავ ლიდერია ქვეყანაში ცვლილებების კუთხით

ნატოს გენერალური მდივანი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი კვლავ ლიდერია ქვეყანაში ცვლილებების კუთხით

საქართველომ ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული პოტენციალის გაძლიერება ნატო-სთან პარტნიორობის საკვანძო ელემენტად აქცია.

საქართველო აქტიურადაა ჩართული და ხელს უწყობს გენდერულ მომზადებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კვლავ ლიდერია ქვეყანაში ცვლილებების კუთხით და აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ინფორმირების კამპანიებში, რომელიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კეთდება შეიარაღებულ ძალებში ქალების მსახურების გაზდის მიზნით", - ასეთი შეფასებებს შეიცავს ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის 2015 წლის ანგარიში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს ბრიუსელში ჩატარებული შეხვედრების ნახევარზე მეტი სინქრონულად ითარგმნა ქართულ ენაზეც. ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოში გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი.

ამასთან, ნატო-ს ყოველწლიურ ნაგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო მონაწილეობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ალიანსის ლიდერები მიესალმნენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატო-ში გასაწევრიანებლად.

"შემოვიღოთ დასჯის ისეთი ზომა, როგორიც სინგაპურშია: გაროზგვა, გაწკეპვლა - დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი" - რომან გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"იმუშავეთ, როგორც მანამდე... თქვენი ქმედებებით დესტრუქციის საშუალება არავის მიეცეს" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში და კუჭავას მიმართვა მედიის წარმომადგენლებს