თამრიკო გვერდწითელის მოსკოვური ბინის გამორჩეული ინტერიერი

თამრიკო გვერდწითელის მოსკოვური ბინის გამორჩეული ინტერიერი

თამარ გვერდწითელი წლებია, რუსეთში ცხოვრობს. 2000 წელს შეიძინა ბინა მოსკოვის ცენტრში, სადაც ძირითად დროს დედასთან ერთად ატარებს, მისი ვაჟი კი, სანდრო კახაბრიშვილი, ჯერ ამერიკაში იყო წასული სასწავლებლად, ამჟამად კი ინგლისში სწავლობს.

მესამე მეუღლეს ჯერ კიდევ 2005 წელს გაშორდა და მას მერე ოფიციალურად აღარ დაქორწინებულა. ასე რომ, სახლში ძირითადად ის და დედა არიან, ინა კოფმანი, რუსული ენის მასწავლებელი, რომელიც წლების წინ თბილისის მაშინდელ პიონერთა სასახლეში მუშაობდა, თუმცა მას მერე, რაც თამრიკოს კარიერა საზღვარგარეთ გაგრძელდა, შვილს გაჰყვა და სულ მის გვერდით იყო.

თამრიკოს ასევე აქვს აგარაკი მოსკოვთან ახლოს, თუმცა მისი საყვარელი და მუდმივი ადგილსამყოფელი ეს ბინაა.

როგორც მომღერალი ამბობს, ყველაზე საყვარელი ადგილი სახლში როიალია, საყვარელი ნივთი – ესპანური კარადა, რომელშიც უამრავი ქაღალდი ეტევა და არაფერი იკარგება.

"ჩემი სახლი ჩემი საყვარელი ნივთებით არის სავსე, რომელთაგან ბევრი ნივთი თბილისიდან მაქვს წამოღებული".

ბინაზე არ უმუშავია პროფესიონალ დიზაინერს. "ინტერიერის შექმნა, რომელიც ნამდვილად ჰარმონიული იქნება, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც კარგად იცნობს ამ სახლის მცხოვრებლებს, - ამბობს თამრიკო, - ეს ბინა ჩვენით მოვაწყვეთ და ის უფრო ჩვენი თბილისური ბინის "გაგრძელებაა".

გაგრძელება + ფოტოგალერეა