თბილისში 22 წლის ტრანსგენდერი ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში 22 წლის ტრანსგენდერი ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "17 მაისი" ავრცელებს. მეზობლების ინფორმაციით, 22 წლის ბიანკა, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა. თუმცა, მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს. მეზობლების თქმით, მისი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა.

შსს ფაქტს ადასტურებს, მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბიანკა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთში ცხოვრობდა. ოჯახის წევრებზე საუბრისას ბიანკა ამბობდა, რომ დედა მას არ აღიარებდა. ბიანკა შიგუროვა თანასოფლელების მხრიდან ძალადობის ფაქტებზეც საუბრობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ყვებოდა, რომ ორმოცმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა, სცემეს. მოგვიანებით ტრანსგენდერი ქალი სოფლიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მეტრომშენის დასახლებაში ცხოვრობდა.

2014 წლის ნოემბერში მისი მეგობარი, ასევე ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი სასტიკად მოკლეს თბილისის ცენტრში მდებარე ბინაში. ერთ-ერთ გადაცემაში, მან პირდაპირ ისაუბრა საბი ბერიანის სავარაუდო მკვლელზე, რომელმაც ბერიანის სავარაუდო მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მისი მოკვლაც სცადა.

იხილეთ ვიდეო: "ის ნამდვილია, ის არსებობს" - ლანჩხუთელი ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა

"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

კრიმინალური ფაქტი ყინწვისის მამათა მონასტერში - წინამძღვარმა არქიმანდრიტი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა