"მსახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!"

"მსახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!"

ახალგაზრდა ჩოხოსანი გიორგი გილიგაშვილი ფართო საზოგადობამ GDS-ის ტელეპროექტ "ტიფლისით" გაიცნო. ამბობს, სერიალში სწორედ იმიტო მოხვდა, რომ ნაღდი "ტიფლისელია", რომელსაც ყველგან ნახავთ, სადაც საქართველოა...

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, თუ ქრისტიანი ხარ და ცოდვა გამძიმებს, ამის შესახებ მოძღვარს უამბობ, ხოლო თუ შენში რაიმე კარგია, ამის თქმა შენი მხრიდან უკვე ამპარტავანებაა... როდესაც მეკთხებიან ვინ ხარო, ასე ვპასუხობ:

"საქართველოს შვილი ვარ დედამიწის გულიდან,

პირბასრი შამშირი ვარ არგადავალ რჯულიდან,

ჩემი ქვეყნის ვალი მაქვს მედროშეთა გვარი მაქვს,

არსად დავიკარგები გულზე ქრისტეს ჯვარი მაქვს!"

- მსახიობის პროფესიაზე ბავშვობიდანვე ფიქრობდით?

- მსახიობი არ ვარ, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს დამბადა უფალმა, მადლიერი ვარ ამისთვის, ჩემმა მზემ! ქართველი ბიჭი ვარ, ქართველობისთვის თამაში არ მჭირდება, ეს მე სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი. თუ გულისხმობთ სერიალ "ტიფლისს", გეტყვით, რომ იქ თამაში ნაკლებად მიწევს, იქ შეიძლება სცენა იყოს დადგმული, თორემ ის მენტალობა, მანერა რასაც ხედავთ, ზუსტად ეგ ვარ. მოკლედ, მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!

- მსახიობობა თუ არა, მაშინ რა არის თქვენი პროფესია?

- პროფესიას რაც შეეხება, ასე ვამბობ ხოლმე - ღვთის სამართალს ვიცავ-მეთქი. ისე სამართალდამცავი ვარ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. მიყვარს და პატივს ვცემ იმ წლებს, რომელიც მანდ გავატარე. იმდენად დაწერილი სამართლის პატივისმცემელი არ ვარ, რამდენადაც დაუწერელი მორალური სამართლის.

გაგრძელება