ქართული რესტორანი პოლონეთში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ქართული რესტორანი პოლონეთში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ვარშავაში მდებარე ქართულმა რესტორანმა "წლის საუკეთესო რესტორნის" გამოკითხვაში გაიმარჯვა. კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

რესტორანი "რუსიკო", სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქისტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა. დავით თურქისტანიშვილი 15 წელია, რაც პოლონეთში ცხოვრობს და ვიდრე საკუთარ რესტორანს გახსნიდა, ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო

"10 წელია ეს ნომინაცია არსებობს. კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. სამი დიპლომი წამოვიღეთ მე და ჩემმა შვილმა. უცხო ქვეყანაში ამხელა წარმატების მიღწევა ჩვენი რესტორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა რუსიკო თურქისტანიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

განაგრძეთ კითხვა

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა რესტორნიდან