ვინ მიითვისა თბილისის ზღვაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნაკვეთები

ვინ მიითვისა თბილისის ზღვაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნაკვეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი, 1 013 390 ლარის ღირებულის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებმა 2001-2006 წლებში საჯარო მოხელეთა დახმარებით, უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები შეადგინეს და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - მარიამ ძულიაშვილი, მარინე ნადირაძე, ანა მაღრაძე და ცისანა გაბუნია დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილ უფროსთან შოთა დიდებაშვილთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილ უფროსს კახაბერ ქარელთან. 2001-2006 წლებში საჯარო მოხელეთა დახმარებით, ბრალდებულებმა შეადგინეს უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, შემდგომში კი უძრავი ქონება ეტაპობრივად გაყიდეს სხვადასხვა პირებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ყველა მათგანს ბრალდება წარედგინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს" - სახალხო დამცველი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს