ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლები დახოცეს?

ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლები დახოცეს?

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების'' ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, 2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ფოტომასალები (ორი ფოტო), რომლებზეც ასახულია თავშესაფრის ტერიტორიაზე მყოფი დახოცილი ძაღლები. ფოტოები გადაღებულია 2016 წლის 8 თებერვალს, დღის ხუთ საათსა და ათ წუთზე. ამის შემდგომ ააიპ "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" წარმომადგენლები მივიდნენ თავშესაფარში, სადაც დარჩენილი იყო სისხლის კვალი, რაც დაფიქსირებულია ორგანიზაციის გადაღებულ ვიდეო კადრებშიც.

წყარო: ნიუპრესი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა