რა ხდება ამ წუთებში ფოთის ქუჩაზე - ახალი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

რა ხდება ამ წუთებში ფოთის ქუჩაზე - ახალი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

ფოთის ქ. #9-ში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულებმა განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით საათნახევრის წინ საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა და რამდენიმე წუთში მესამე სართულის რამდენიმე ბინას მოედო.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ხანძარი იმდენად სწრაფად გაძლიერდა, რომ მათ ბინებიდან ნივთების გამოტანაც კი ვერ მოასწრეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია