ფოთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ფოთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ფოთის ქ. #9-ში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულს ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა, დავით გელაშვილის თქმით, ცეცხლის ჩაქრობის დროს სახანძრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა მცირე დაზიანება მიიღო.

"ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულს. დაიწვა დაახლოებით 350 კვმ ფართი. ამ მომენტისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს დაკვირვებითი სამუშაოები. დაშავებული არავინ არის. ხანძარზე მობილიზებული იყო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს 16 ერთეული სამაშველო ტექნიკა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. სახანძრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა მცირე დაზიანება მიიღო", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძარი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია