5 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ავარია კახეთში

5 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ავარია კახეთში

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია