ბეკოს მორიგი საჩუქარი ერთგულ მომხმარებლებს

ბეკოს მორიგი საჩუქარი ერთგულ მომხმარებლებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა ბეკომ, რომელიც ევროპის ლიდერ ბრენდს წარმოადგენს ამ სეგმენტში, ერთგულ მომხმარებელს მორიგი საჩუქარი გაუკეთა. გასული წლის 7 დეკემბერს დაწყებული აქცია, სახელწოდებით ბარსელონას საგზურის გრანდიოზული გათამაშება 14 თებერვალს, გამარჯვებულთა გამოვლენით დასრულდა. გათამაშება საქართველოში, ბეკოს ყველაზე დიდ ფილიაში, სავაჭრო და გასართობ ცენტრ ისთ ფოინთში გაიმართა და მას ცნობილი სატელევიზიო სახე ოთარ ტატიშვილი გაუძღვა. გამოვლინდა 4 იღბლიანი წყვილი, რომლებიც 17 აპრილს, ბარსელონა-ვალენსიას საფეღბურთო მატჩს დაესწრებიან და ქალაქ ბარსელონას დაათვალიერებენ.

ბეკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ბარსელონას ტურის გათამაშების აქცია 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დროის პერიოდში, ყველა მომხმარებელს, რომელმაც ბეკოს პროდუქცია შეიძინა, გათამაშებაში მონაწილეობის შანსი მიეცა.

როგორც ცნობილია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ბეკო, 2014 წლიდან ბარსელონას საფეხბურთო კლუბის პრემიუმ პარტნიორია და მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ღონისძიებას მართავს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი